Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში

პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი

აქციების დაწყებიდან დაშავებულია ათეულობით დემონსტრანტი და ჟურნალისტი. დღემდე დაკავებულია 400-მდე ადამიანი. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე გადადოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი.

20:44 4.12.2024

ოპოზიციური პარტია „ახლის“ დამფუძნებელი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

ადვოკატ დიტო საძაგლიშვილის თქმით, ინფორმაცია ნიკა გვარამიას ადგილსამყოფლის შესახებ მათ სახალხო დამცველის აპარატისგან შეიტყვეს. ინფორმაცია დაკავებულის შესახებ მათთვის ამ დრომდე ოფიციალურად არ მიუწვდია შინაგან საქმეთა სამინისტროს.

ადვოკატი ამბობს, რომ მათთვის უცნობია, როგორია ნიკა გვარამიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

19:44 4.12.2024

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეხვედრაზე იბარებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს, რადგან თვლის რომ ამ უწყების მხრიდან ეფექტური გამოძიება მიმდინარე პროცესში სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამ უწყებასთან დაკავშირებას მისი ადმინისტრაცია ვერ ახერხებს.

"არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე შეხვედრაზე ვიბარებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროს, კოკა კაციტაძეს… თუმცა ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება. ეს ის უწყებაა, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალადობის ფაქტების გამოვლენა, გამოძიებაზე.

ის კადრები, რასაც ეს დღეებია ვხედავთ ადასტურებს სასწრაფო გამოძიების აუცილებლობას" - წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკზე.

19:41 4.12.2024

მწერალთა სახლის დირექტორის, ქეთი დუმბაძის შვილი ნოდარ მაჭარაშვილი, მწერალ ტორესა მოსს ფიზიკურად დაუპირისპირდა

19:40 4.12.2024

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ოპოზიციური პარტიების ოფისების, აქტივისტების სახლების ჩხრეკას, ოპოზიციონერების დაკავებას და "რეპრესიებს" უწოდებს ბოლო რამდენიმე საათში განვითარებულ მოვლენებს.

"# საქართველოში პროტესტს უნდა დაერქვას # რეპრესიები საქართველოში. პოლიტიკურ ლიდერებს რეპრესიული ძალები ათრევენ, პარტიის ოფისებში ჩხრეკის ოპერაციები ტარდება, იჩხრიკება ახალგაზრდა მომიტინგეების ოფისები. პრემიერ-მინისტრი ამას ეძახის "პრევენციას", - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG