Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში

პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი

აქციების დაწყებიდან დაშავებულია ათეულობით დემონსტრანტი და ჟურნალისტი. დღემდე დაკავებულია 400-მდე ადამიანი. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე გადადოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი.

00:39 4.12.2024

შსს პარლამენტის შენობასთან მომუშავე პოლიციელებს ფინანსურად ახალისებს - ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა

00:38 4.12.2024

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლას ეხმაურება.

"ძალადობისა და რეპრესიის მე-6 დღე", - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე. მან სპეცრაზმელებს "ქართული ოცნების" "ომონი" უწოდა და განაცხადა, რომ პოლიცია არაპროპორციულ ძალას იყენებს.

"მშვიდობიანი პროევროპული აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" "ომონის" ძალებმა სასტიკად დაარბიეს. ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენება არაპროპორციულად. არის მასობრივი დაპატიმრებები და არასათანადო მოპყრობის ფაქტები", - წერს ზურაბიშვილი.

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების დაშლა უკვე ერთი საათია, დაიწყო.

23:43 3.12.2024

რუსთაველზე აქციის დაშლა დაიწყო

23:36 3.12.2024

შუაღამიდან დილამდე, თითქმის ერთი კვირაა, ძალოვნები რუსთაველის გამზირზე პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეებს წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით შლიან. გაზის კაფსულებს ხშირად ისვრიან მომიტინგეების მჭიდრო ნაკადშიც.

თვალების წვა და სუნთქვის გაძნელება აღარაფერია იმ რისკთან, რაც ჩნდება - კაფსულის უშუალოდ მოხვედრის დროს. შესაძლოა სერიოზული ტრავმა მიიღო, ანდა ზღვა ხალხში ჭყლეტაში მოყვე.

ვინც ასეთი ჭყლეტა გამოიარა, განცდილს ჯოჯოხეთს ადარებენ:

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG