Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში

პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი

აქციების დაწყებიდან დაშავებულია ათეულობით დემონსტრანტი და ჟურნალისტი. დღემდე დაკავებულია 400-მდე ადამიანი. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე გადადოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი.

20:27 3.12.2024

შსს-ს სტატისტიკა დაკავებულების შესახებ - 3 დეკემბრის მონაცემები:

ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი.

დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე წარედგინა 108 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები, რომელთაგან საქმისწარმოება დასრულდა 89 პირის მიმართ.

დასრულებული 89 საქმიდან:

  • 43 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ჯარიმა
  • 41 პირის მიმართ გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, ისინი დროებითი მოთავსების სხვადასხვა იზოლატორში იხდიან აღნიშნულ პატიმრობას.
  • 5 პირის მიმართ გამოყენებულ იქნა შენიშვნა.
20:18 3.12.2024

საპროტესტო აქცია ბათუმში

19:38 3.12.2024

„200 000-ლარიანი ფონდიდან 1 წლის განმავლობაში ანაზღაურებას მიიღებენ ის თამამი საჯარო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც საჯაროდ ემიჯნებიან ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მოუწევთ სამსახურის დატოვება", - ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.

უნივერსიტეტი მოუწოდებს კომპანიებს შეუერთდნენ ინიციატივას და მხარი დაუჭირონ „გამბედავ“ საჯარო მოხელეებს.

3 დეკემბერს მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „საჯარო სამსახურის თვითწმენდა“ უწოდა საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების მიერ პროტესტის ნიშნად გავრცელებულ განცხადებებს, რომლებშიც გამოხატული იქნა უკმაყოფილება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

19:35 3.12.2024

ოპონენტები, რომლებსაც ირაკლი კობახიძესთან დებატები სურდათ, ამბობენ, რომ პრემიერ-მინისტრი არ გამოხატავს რეალურ მზაობას პირისპირ დებატებისათვის და ფორმატი, რაც მთავრობის მეთაურმა დღეს დასახა, მათთვის არ არის მისაღები.

„მშიშარა“ - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, 2015-16 წლებში თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი მის დღევანდელ განცხადებას. კობახიძემ თქვა, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში 12 ადამიანს ელის.

„ფორმატი არის ერთი ერთზე. ტელევიზიაში. ლოგიკური არჩევანია საზოგადოებრივი მაუწყებელი“, - წერს ხიდაშელი და დასძენს, - „ან მოდის, ან უბრალოდ მშიშარაა“.

დებატები, რასაც განიხილავენ, ეხება მიმდინარე მოვლენებსა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, „2028 წლის ბოლომდე“ დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG