Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში

პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი

აქციების დაწყებიდან დაშავებულია ათეულობით დემონსტრანტი და ჟურნალისტი. დღემდე დაკავებულია 400-მდე ადამიანი. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე გადადოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი.

01:05 3.12.2024

მსოფლიოს მედია მოიარა თბილისში გადაღებულმა კადრებმა, თუ როგორ სასტიკად უსწორდებიან ნიღბებით სახედაფარული პოლიციელები ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებს, მათ შორის წინააღმდეგობის გაწევის უნარდაკარგულ ახალგაზრდას, რომელსაც ორი პოლიციელი რიგრიგობით, მთელი ძალით ურტყამს სახეში ფეხს.

საქართველოს საპოლიციო რაზმების ქცევამ მოქალაქეებს და სოციალური ქსელების ბევრ მომხმარებელს გაუჩინა ეჭვი, რომ ე.წ. რობოკოპებსა და შავნიღბიანებს შორის იმყოფებიან უცხოეთიდან (რუსეთი, ჩრდილოეთი კავკასია) ჩამოყვანილი ან გარკვეული ნივთიერებების, დასახელდა მეტამფეტამინიც, ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირები.

"ქართული ოცნების" ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს ამ ინფორმაციას, რომლის დამადასტურებელი ფაქტი ამ დრომდე არც არსებობს.

"ქართველები, რა თქმა უნდა, არ ელოდნენ, რომ მათი მშობლიური (როგორც ეგონათ) პოლიცია გამოავლენდა ამდენ სადიზმსა და ნაძირალობას" - ამბობს ცნობილი რუსი ჟურნალისტი, ალექსანდრ ნევზოროვი, თავის იუტუბარხზე გამოქვეყნებულ ვლოგში:

00:38 3.12.2024

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უარი უთხრა სტუდენტებს პროევროპული აქციების პარალელურად სწავლის დროებით შეწყვეტის მოთხოვნაზე.

"ჩვენი უნივერსიტეტის 700 სტუდენტის გუშინდელი განცხადების შემდეგ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან მივიღეთ პასუხი, რომ სასწავლო პროცესი არ შეჩერდება. მეილის ტექსტში მხოლოდ ეს ეწერა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სწავლის შეჩერების შეუძლებლობის შემთხვევაში, ვითხოვდით პროტესტში ჩართული სტუდენტებისთვის აკადემიური აქტივობების აღდგენის საშუალების მიცემას, რაზეც არანაირი კომენტარი არ მიგვიღია" - უთხრა რადიო თავისუფლებას ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტმა.

ახალგაზრდები ფიქრობენ რომ უნივერსიტეტის ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მათთვის პროტესტის უფლების შეზღუდვას.

00:28 3.12.2024

პროტესტის მეხუთე დღე - რუსთაველის გამზირზე ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია გრძელდება

23:56 2.12.2024

2 დეკემბრის საღამოს აქციის დაშლა საპოლიციო ძალებმა 22:00 საათისთვის დაიწყეს

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG