Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში

პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი

აქციების დაწყებიდან დაშავებულია ათეულობით დემონსტრანტი და ჟურნალისტი. დღემდე დაკავებულია 400-მდე ადამიანი. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე გადადოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი.

19:36 2.12.2024

1-2 დეკემბრის ღამე რუსთაველის გამზირზე

19:35 2.12.2024

მიუნხენში საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

19:34 2.12.2024

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მზადაა, გამართოს დებატები ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძესთან და ყოფილ თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელთან.

„თუ მათ აქვთ სურვილი, მე ვარ აბსოლუტურად მზად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად 2 დეკემბერს, თუმცა დასძინა, რომ მათს გულწრფელობაში ეჭვი ეპარება.

„ნებისმიერი ჩვენგანი არის მზად, რომ კონკრეტულად ამ ადამიანებთან დაჯდეს საჯარო დისკუსიაში. აქედან გამომდინარე, თუ ეს სურვილი არსებობს, გიდასტურებთ ჩვენს მზაობას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანების კონკრეტულად გულწრფელობაში მეპარება ეჭვი, მზად ვართ კონკრეტულად ამ ადამიანებთან დავსხდეთ საჯარო დისკუსიის ფორმატში“, - თქვა კობახიძემ.

19:32 2.12.2024

ილიას უნივერსიტეტის სტუდენტების მსვლელობა

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG