Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში

პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი

29-30 ნოემბრის ღამეს პოლიციამ 107 ადამიანი დააკავა, დაშავდა არაერთი. სამართალდამცავებმა იძალადეს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს ჟურნალისტებს.

02:48

სპეცრაზმი წყლის ჭავლით შლის დემონსტრანტებს

02:41

02:38

კიდევ ერთი ნოემბერი, უკვე ივანიშვილის შესრულებით - გახარია

გიორგი გახარია
გიორგი გახარია

„2024 წლის 30 ნოემბერი - კიდევ ერთი ნოემბერი უკვე ივანიშვილის შესრულებით. კიდევ ერთი დანაშაული საკუთარი ხალხის წინააღმდეგ“, - ასე აფასებს ექსპრემიერი გიორგი გახარია პოლიციის მიერს პრო-ევროპული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევას.

„რეჟიმმა თვითგადარჩენისთვის არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალა გამოიყენა. რეჟიმმა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ იძალადა. ახალგაზრდებზე, რომლებსაც მხოლოდ თავისუფალ, ევროპულ საქართველოში ცხოვრება სურთ. მოძალადე რეჟიმს საქართველომ ერთხელ უკვე უთხრა - არა“ - წერს გახარია ფეისბუკზე.

გახარიას პარტია, „საქართველოსთვის“, ერთ-ერთია იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

02:13

რუსთაველზე პოლიცია აქციის დაშლას განაგრძობს, დემონსტრანტები ადგილზე ცდილობენ დარჩენას

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG