Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან აქციაზე დროდადრო იძაბება ვითარება


დაპირისპირება პარლამენტთან
დაპირისპირება პარლამენტთან

თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ვითარება დროდადრო იძაბება.

01:00 საათისათვის ვითარება დაძაბულია ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებაა.

პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები - სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი.

სპრეი, დემონსტრანტებთან ერთად, სახეში შეასხეს პარტიის, "გახარია საქართველოსთვის" წევრს, პოლიტიკოს ლევან გოგიჩაიშვილს, ასევე ერთ-ერთი ტელევიზიის, „ტვ პირველის“ ოპერატორს.

მოქალაქეები ცდილობენ მათ დახმარებას, ფიზიოლოგიური ხსნარით თვალების ამოწმენდას.

ასევე, პოლიციელებმა დემონსტრანტებს წაართვეს ლითონის კონსტრუქციის ნაწილი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე ჯებირად იყო გამოყენებული.

შორიახლოს მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანებიც.

შსს-მ 01:15 საათზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერს, რომ აქციის წევრები ფიზიკურად უპირისპირდებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ სამართალდამცველებს.

„მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის საგნებს, რის შედეგადაც დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმა თანამშრომელმა. აქედან ორი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი“, - აცხადებს შსს.

სპონტანური საპროტესტო აქცია, რომელიც მოჰყვა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერებაზე, გრძელდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG