დღეს, 28 ნოემბერს, დილით უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.
ადგილობრივი დროით დილის შვიდის ნახევრისთვის საჰაერო ძალების სარდლობამ სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის მურმანსკის ოლქიდან უკრაინისკენ დაიძრა ტუ-95მს ტიპის შვიდი ბომბდამშენი, შავი ზღვიდან კი ფრთოსანი რაკეტების გამოშვებაა დაფიქსირებული.
დილის შვიდი საათისთვის რამდენიმე აფეთქება მოხდა ქალაქ ოდესაში. რუსეთის სამიზნე და შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
ფორუმი