Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქალაქო სასამართლომ აქტივისტებს ჯამში 9 500 ლარის ჯარიმა დააკისრა


სასამართლო სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია.
სასამართლო სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია.

დღეს, 27 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხელახალი არჩევნების მოთხოვნით გამართული აქციების მონაწილეებს ჯამში 9 500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. 500-500 ლარით დაჯარიმდნენ ილია სეთური, ლუკა ბერაია, ნინო ჭილაშვილი, დავით ცინცაბაძე, ქეთევან დაუდიშვილი. მათ შსს ედავებოდა შეკრება-მანიფესტაციის კანონის დარღვევას, რაც გზის გადაკეტვაში გამოიხატა.

მოსამართლეებმა ერთად განიხილეს 10 ნოემბრისა და 17 ნოემბრის აქციებზე შსს-ს მიერ სასამართლოში შეტანილი ადმინისტრაციული საჩივრები.

5 000 ლარით დააჯარიმეს ილია ღლონტი, ფეისბუკის ჯგუფ "დაიტოვეს" თანადამფუძნებელი და ორგანიზატორი 10 ნოემბრის საპროტესტო მარშისა, რომლის დროსაც აქციის მონაწილეებმა მტკვრის სანაპიროები გადაკეტეს.

2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს ვანო გომურაშვილს, 16 ნოემბერს ცესკოს სხდომის გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებისთვის. ამ დღეს ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიიღო.

10 და 17 ნოემბრის აქციების მონაწილეთა მიმართ წარმოებული ადმინისტრაციული საქმეების განხილვა ხვალ, 28 ნოემბერს, გაგრძელდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG