Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰეზბოლასა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ხალხი სამხრეთ ლიბანში დაბრუნებას იწყებს


ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში. ნანგრევებს ფონზე კაცი აფრიალებს ჰეზბოლას დროშას. 2024 წლის 27 ნოემბერი.
ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლის შემდეგ ხალხმა დაიწყო სამხრეთ ლიბანისკენ სვლა.
ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში. ნანგრევებს ფონზე კაცი აფრიალებს ჰეზბოლას დროშას. 2024 წლის 27 ნოემბერი. ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლის შემდეგ ხალხმა დაიწყო სამხრეთ ლიბანისკენ სვლა.

ისრაელსა და ლიბანის ჰეზბოლას შორის ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ, ადამიანებმა დაიწყეს თავიანთი საცხოვრებელი ადგილებისკენ სვლა, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ჯარმა გააფრთხილა ლიბანელები, ჯერ არ დაბრუნდნენ შინ, სამხრეთ ლიბანში და არ მიუახლოვდნენ ისრაელის არმიის პოზიციებს.

14-თვიანი საომარი მოქმედების შემდეგ, 27 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე, ცეცხლი შეწყდა. აშშ-ში ტერორისტულად გამოცხადებული დაჯგუფება ჰეზბოლა და ისრაელის არმია შარშან ოქტომბრის შემდეგ სისტემატურად უშენდნენ ცეცხლს ერთმანეთს, სანამ ისრაელის არმია არ შეიჭრებოდა ლიბანის ტერიტორიაზე.

ჰეზბოლას, რომელსაც ირანი უჭერს მხარს, პოლიტიკური ნაწილის წარმომადგენლები ლიბანის პარლამენტის წევრები არიან. დაჯგუფება ქვეყნის სამხრეთს აკონტროლებდა.

ისრაელის არმიის, ასევე ლიბანის სამხედროების გაფრთხილების მიუხედავად, სამოქალაქო პირებმა გადაკვეთეს სამხრეთ ლიბანის საზღვარი. რეგიონში ახლა ლიბანის არმიის ნაწილები უნდა განთავსდნენ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტას უსაფრთხოების კაბინეტში უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, მას მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც.

26 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების თანახმად, 60 დღის განმავლობაში ისრაელის სახმელეთო ჯარებმა ლიბანის ტერიტორია უნდა დატოვონ, ჰეზბოლამ კი ლიბანი-ისრაელის საზღვრიდან დაახლოებით 40 კილომეტრით უნდა დაიხიოს და ეს რაიონები ლიბანის არმიის სამხედროებმა უნდა გააკონტროლონ.

ისრაელმა უნდა გააუქმოს ლიბანის სამხრეთში შექმნილი ბუფერული ზონა. ჰეზბოლას მხრიდან მორიგი საფრთხის შემთხვევაში, ისრაელი ლიბანში საბრძოლო მოქმედებებს განაახლებს.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვას მეთვალყურეობას გაუწევს რამდენიმე ქვეყნის კომიტეტი, რომელსაც აშშ უხელმძღვანელებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG