ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს მთებში ხანძარია. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძრის რამდენიმე კერაა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა.
უწყების პრესსამსახურში ამბობენ, რომ ხანძარი კავკასიონის ქედზე ალპურ ზონაშია და იწვის ტყის ქვედა საფარი. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. რადიო თავისუფლება დამატებითი ინფორმაციის მოძიებას ცდილობს.
ამ ეტაპზე უცნობია, ხანძარი რა ფართობზეა გავრცელებული.
ფორუმი