Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კემბრიჯის ლექსიკონმა წლის სიტყვად დაასახელა ზმნა “მანიფესტირება”


ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონა ბაილზი, რომელმაც ოლიმპიური მედლის "მანიფესტირება" მოახდინა
ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონა ბაილზი, რომელმაც ოლიმპიური მედლის "მანიფესტირება" მოახდინა

კემბრიჯის ლექსიკონმა 2024 წლის სიტყვად დაასახელა ზმნა "მანიფესტირება” (to manifest), რომელსაც ფართოდ იყენებენ “წარმატებისთვის დაპროგრამების” მნიშვნელობით.

ლექსიკონის სტატიის თანახმად, „მანიფესტირება“ თავისი ჩვეული მნიშვნელობის - „გამოვლინების“ გარდა, ახლა ნიშნავს ასევე „ვიზუალიზაციის და აფირმაციის გამოყენებას იმისთვის, რომ წარმოიდგინო რისი მიღწევაც გსურს, რწმენით, რომ ეს გაზრდის წარმატების შესაძლებლობას“.

კემბრიჯის ლექსიკონი იტყობინება, რომ თავის ვებსაიტზე ზმნა „მანიფესტირება“ 130 ათასჯერ მოიძებნა, რამაც განსაზღვრა ამ სიტყვის 2024 წლის სიტყვად გამოცხადება.

ზმნის ახალი მნიშვნელობა ლექსიკონში შევიდა 2023 წლის მაისში.

სიტყვა „მანიფესტირება“ თავისი ახალი მნიშვნელობით გამოიყენეს ოლიმპიურმა ჩემპიონებმა, მომღერალ საბრინა კარპენტიერის თაყვანისმცემლებმა, ასევე სოციალურ ქსელებში მოქმედმა „ინფლუენსერებმა“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG