Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი "დიდი ოცეულის" ლიდერებს ჰამასზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს


ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი
ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 18 ნოემბერს "დიდი ოცეულის" (G20) ლიდერებს მოუწოდა, გააძლიერონ ზეწოლა ჰამასზე, რათა ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდეს. ბაიდენი აცხადებს, რომ ამ შეთანხმებისთვის მუშაობას გააგრძელებს თავისი პრეზიდენტობის ბოლო კვირებში, სანამ თეთრ სახლში არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაბრუნდება.

"აქ ყველას მოვუწოდებ, გააძლიერონ თავიანთი ზეწოლა ჰამასზე, რომელიც ამ ეტაპზე შეთანხმებაზე უარს ამბობს", - თქვა ბაიდენმა რიო-დე-ჟანეიროში.

ბაიდენმა ისრაელს კიდევ ერთხელ მოუწოდა, შეზღუდოს სამოქალაქო მსხვერპლი ღაზაში წარმოებული ომისას, რომელიც მოჰყვა ჰამასის მხრიდან ისრაელზე თავდასხმას 2023 წლის 7 ოქტომბერს.

"ისრაელს აქვს უფლება, თავი დაიცვას ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელთა ყველაზე მძიმე ხოცვა-ჟლეტის შემდეგ. მაგრამ ის, თუ როგორ იცავს თავს... ძალიან მნიშვნელოვანია", - ამბობს ბაიდენი.

ჰამასი აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებადაა გამოცხადებული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG