სოხუმში, შესაძლოა, პირდაპირი მოლაპარაკება გაიმართოს ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის
18 ნოემბერს პირდაპირი მოლაპარაკებები შეიძლება გაიმართოს თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ამის შესახებ ცნობილი გახდა დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის შენობაში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც 20-ზე მეტი დეპუტატი მონაწილეობდა.
ოპოზიცია გამოდის ინიციატივით გაიმართოს შეხვედრა ვიცე-პრეზიდენტ ბადრა გუნბასთან. ოპოზიცია ასევე თანახმაა, რომ გუნბამ შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობა ასლან ბჟანიას გადადგომის შემდეგ, თუმცა ოპოზიციას ასევე სურს რამდენიმე სხვა საკითხის განხილვაც. აქამდე კონსულტაციები დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გუნდსა და ოპოზიციას შორის შუამავლების დახმარებით მიმდინარეობდა.
ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა კან კვარჩიამ იმედი გამოთქვა, რომ ყველა საკითხი დღესვე მოგვარდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, "ყველა შესაძლებლობა ამოიწურება და ოპოზიციაც გარკვეულ დასკვნებს გამოიტანს“.
ასლან ბჟანიამ უკვე გამართა შეხვედრა დეპუტატების ჯგუფთან. „გადაწყდა, რომ შეიქმნება დელეგაციები არაუგვიანეს 18:00 საათისა და დაიწყება მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის“, - წერს სააგენტო „აფსნიპრესი“.
18 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბჟანიამ გამართა უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილეს არსებული ვითარება და მისი სტაბილიზაციის ზომები. „ბჟანიამ უშიშროების საბჭოს წევრებს უკანონო ქმედებების აღკვეთასთან დაკავშირებით კონკრეტული მითითებები მისცა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მხარეებს შორის შეხვედრა, სავარაუდოდ, გაიმართა სოხუმიდან 40 კილომეტრში მდებარე სოფელ ტამიშში, სადაც ბჟანია 15 ნოემბრიდან იმყოფებოდა.
წუხელ სროლა იყო სოხუმში „სახელმწიფო ტელევიზიის“ მახლობლად
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის "პრეზიდენტის", ასლან ბჟანიას ე.წ. პრესსამსახურის ცნობით, 18 ნოემბერს გამთენიისას, ინციდენტი მოხდა აფხაზეთის "სახელმწიფო" ტელერადიოკომპანიის სტუდიის უშუალო სიახლოვეს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება ოპოზიციის მოქმედებას "გადატრიალების მცდელობას" უწოდებს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა დე ფაქტო რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. დე ფაქტო უწყების შეფასებით, 15 ნოემბერს „რესპუბლიკაში გადატრიალების მცდელობა“ იყო.
„მომხდარი დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და უარყოფითად აისახება სტრატეგიულ პარტნიორთან - რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაზე“.
განცხადების თანახმად, „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია „რესპუბლიკაში იმყოფება და განაგრძობს ქვეყნის მართვას“.
„მიიღება ყველა აუცილებელი ზომა სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობის სტაბილური უზრუნველყოფისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების ყველა ორგანო საშტატო რეჟიმში მუშაობს“.
აფხაზურმა ოპოზიციამ უარყო ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას წინადადება „ვადამდელი არჩევნების“ ჩატარების შესახებ. ბჟანიას წაუყენეს ულტიმატუმი, 17 ნოემბერს დაეტოვებინა თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიცია „დროებითი მთავრობის“ შექმნას აანონსებს.

აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ხელმძღვანელი სერგეი შამბა) თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. უწყების ცნობით, 15 ნოემბერს აფხაზეთში გადატრიალების მცდელობა მოხდა.
„რაც მოხდა ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და უარყოფითად აისახება ურთიერთობაზე ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან, რუსეთის ფედერაციასთან..."
განცხადების თანახმად, აფხაზეთის ე.წ. ლიდერი ასლან ბჟანია "რესპუბლიკაშია და აგრძელებს ქვეყნის ხელმძღვანელობას... მიიღება ყველა საჭირო ზომა სახელმწიფოს სტაბილურად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად..."
ფორუმი