Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი მცირეწლოვანი და-ძმა დაიღუპა ღაზაში, ლიბანში ექვსი ადამიანი ემსხვერპლა ისრაელის თავდასხმას


ბავშვები ისრაელის ავიაციის თავდასხმის შედეგად დანგრეული ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკთან ღაზა. 7 ნოემბერი. 2024 წელი.
ბავშვები ისრაელის ავიაციის თავდასხმის შედეგად დანგრეული ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკთან ღაზა. 7 ნოემბერი. 2024 წელი.

AP-ი იმოწმებს პალესტინელი მედიკოსებს, რომლების ცნობით, ისრაელის თავდასხმის შედეგად ღაზის სექტორის ჩრდილოეთში, დაიღუპა ექვს წლამდე ასაკის სამი და-ძმა. მოკლულთა რიცხვი სულ მცირე, ექვსია არეალში, რომელიც ომმა გაანადგურა.

ისრაელის არმიის საჰაერო თავდასხმის შედეგად საცხოვრებელ სახლზე ბეირუთის სამხრეთში, ექვსი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა, იტყობინება ჯანდაცვის უწყება.

AP-ის ცნობით, ისრაელის ჯარმა ბოლო თვეში ალყა შემოარტყა და მნიშვნელოვანწილად იზოლაციაში მოაქცია ღაზის სექტორის ჩრდილოეთი და აცხადებს, რომ ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი ორგანიზაცია) ძალები გადაჯგუფდა.

შიმშილის ექსპერტები თვლიან, რომ რეგიონში შიმშილი გარდაუვალია, ან უკვე დადგა.

სექტემბრის შემდეგ ისრაელი ლიბანს სულ უფრო ინტენსიურად ესხმის თავს და აძლიერებს ბრძოლას ჰეზბოლას წინააღმდეგ.

ამ დაჯგუფებას, რომელიც ისრაელს შარშან სექტემბერში ღაზაში დაწყებული ომის შემდეგ ისრაელის მიმართულებით რაკეტებს ისროდა, აშშ ტერორისტულად მიიჩნევს.

ევროკავშირი მის მხოლოდ სამხედრო ფრთას მიიჩნევს ტერორისტულად. ჰეზბოლას პოლიტიკური ნაწილის წარმომადგენლები ლიბანის პარლამენტის წევრები არიან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG