Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჩივრები არჩევნებზე, დავა საქალაქო სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება ოპოზიციური პარტიებისა და საიას გაერთიანებული სარჩელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ.

17:45 13.11.2024

"თუ ჩანს, რომ ქართულ ოცნებას მხარი არ დავუჭირე, არის თუ არა ეს ფარულობის დარღვევა?", - ეს კითხვა "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელმა თორნიკე ართქმელიძემ ცესკოს წარმომადგენლს გიორგი სანტურიანს დაუსვა.

თორნიკე ართქმელაძე, "ძლიერი საქართველოს" იურისტი
თორნიკე ართქმელაძე, "ძლიერი საქართველოს" იურისტი

"თქვენ შეგიძლიათ კითხვა დასვათ ფაქტებზე და არა ჰიპოთეტურ მოსაზრებებზე.

წინაპირობა მცდარია თქვენ უშვებთ რომ ყველა ბიულეტენზე გაჟონა, ეს თქვენ არ იცით გაჟონა თუ არა...

რა შეიძლება მომხდარიყო როგორ შეიძლება მომხდარიყო არ არის კონკრეტული კითხვები", - განაცხადეს ცესკოს წარმომადგენლებმა.

18:47 13.11.2024

ცესკოს წარმომადგენელი გიორგი სანტურიანი ამბობს, რომ ცესკოს მიერ შესყიდულ აპარატებს ზოგადად აქვს შესაძლებლობა პასპორტიც ჩამოსმით წაიკითხოს, თუმცა ქართულ პასპორტს ვერ კითხულობს.

თბილისი. 26 ოქტომბერი
თბილისი. 26 ოქტომბერი

"ამგვარი შესაძლებლობა ვერიფიკაციის აპარატს აქვს, მაგრამ ჩვენი პასპორტები არ ტარდებოდა იქ და თავიდანვე იყო ეს გაცხადებული. ახლა კი არ შეიცვალა, დადგენილებაში თავიდანვე იყო ჩაწერილი ასე", - თქვა სანტურიანმა.

"რა არ აქვს ჩვენს პასპორტს ისეთი, რაც სხვას არ აქვს?" - ამ კითხვაზე სანტურიანი პასუხობს, რომ პასპორტების სპეციფიკას არ იცნობს.

სულ მცირე, ორი საათია სასამართლო კითხვა-პასუხის ეტაპზეა. დარღვევებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე ცესკოს წარმომადგენლის ძირითადი არგუმენტია, რომ "საუბნო დავები დამთავრებულია და მიმდინარე დავის საგანი არ არის".

19:04 13.11.2024

ახლა შეკითხვას ცესკოს წარმომადგენლები სვამენ.

პირველივე კითხვა ფარულობის დარღვევას ეხება, რასაც მოსარჩელის რეპლიკა მოჰყვა: "თუ ამ პროცესზე ფარულობას არ განვიხილავთ, ფარულობაზე თავად კითხვას რატომ სვამს?"

მოსამართლე: "გაუპროტესტეთ მერე".

19:05 13.11.2024

კითხვა-პასუხის ეტაპი დასრულდა.

ნახევარსაათიანი შესვენების შემდეგ სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გადადის.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG