Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჩივრები არჩევნებზე, დავა საქალაქო სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება ოპოზიციური პარტიებისა და საიას გაერთიანებული სარჩელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ.

15:41 13.11.2024

"შეჩერდეს საქმის წარმოება, სანამ არ დასრულდება სისხლის სამართლის გამოძიება პროკურატურაში ამ საკითხზე. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ვერ გამოარკვევს არჩევნები ჩატარდა თუ არა სწორად. ხვალ რომ ცესკომ დააკავოს კალანდარიშვილი, რას შვება სასამართლო? ჩვენ არ გვაქვს დღეს შესაძლებლობა ვიმსჯელოთ კანონიერებაზე თუ უკანონობაზე, ეს არ არის სამართლიანი მართლმსაჯულება", - ამ შინაარსის შუამდგომლობა დააყენა თამარ კორძაიამ. ის ამბობს, რომ პროკურატურამ არჩევნების გაყალბების საქმის ფარგლებში დალუქა ცესკოს საარჩევნო აპარატები, სიები, ტექნიკა და სხვისთვის გადაცემა აუკრძალა, შესაბამისად მოსარჩელეებს მტკიცებულებების ნაწილზე ხელი არ მიუწვდება.

გამოძიების დაწყება არ ნიშნავს, რომ დადასტურებულია დანაშაული და ეს არ აფერხებს პროცესის წარმართვას. ასევე ორგანული კანონი არეგულირებს დავების ვადას და მისი გახანგრძლივება არ შეიძლება.

მოსამართლემ ივერი აბაშიძემ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ეს მე-11 დაუკმაყოფილებელი შუამდგომლობა.

15:42 13.11.2024
ივერი აბაშიძე, მოსამართლე
ივერი აბაშიძე, მოსამართლე

შუამდგომლობების განხილვა დასრულდა. მოსამართლემ ივერი აბაშიძემ მოსარჩელეების არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

საქმე ახსნა-განმარტების ეტაპზე გადავიდა.

პროცესზე სიტყვა მიეცა "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელს, რომელიც ფარულობის დარღვევაზე საუბრობს.

16:49 13.11.2024

"ვერიფიკაციის აპარატებს შეეძლო პასპორტების ჩამოსმითაც ვერიფიკაცია, მაგრამ ცესკომ შეცვალა პროცედურა და აქ დაუდო საფუძველი გაყალბების სქემას. დადგინდა პროცედურა, რომ ხელით უნდა შეეყვანათ პირადი ნომერი და შეყავდათ პასპორტში ჩაკრული სხვა პირადი ნომერი. ამის მტკიცებულებები გვაქვს.

ვერიფიკაციის აპარატი და ამომრჩევლის რეგისტრაცია
ვერიფიკაციის აპარატი და ამომრჩევლის რეგისტრაცია

ჩვენი შუამდგომლობა რომ დაგეკმაყოფილებინათ და მოგეტანათ აქ ვერიფიკაციის აპარატი, ნახავდით რომ ის აპარატი ჩამოსმით პასპორტებსაც კითხულობს" , - ენმ-ის წარმომადგენელი სასამართლოში მოსამართლეს ახსნა-განმარტების ეტაპზე თავიანთი სარჩელის შინაარსს აცნობს.

იქამდე სხვა მოსარჩელეებმა ხმების ფარულობის, დაშინების, ზეწოლის, მარკირების პროცედურაზე და სხვა დარღვევბზე ისაუბრეს.

17:23 13.11.2024

ცესკოს წარმომადგენელი, გიორგი სანტურიანი: "ყველა საოლქო კომისია დაეყრდნო სასამართლოს გადაწყვეტილებებს და საუბნო კომისიების ოქმებს.

გიორგი სანტურიანი
გიორგი სანტურიანი

სარჩელთან დაკავშირებით ძირითადად ვისმენთ საკითხებს, რომელიც ეხება კენჭისყრის დღის პროცედურებს, რაც დავის საგანი არ არის და ეს საკითხები უნდა დააყენონ საუბნო და შემდეგ საოლქო კომისიებში... ეს მოთხოვნა ცნობილი იყო ყველასთვის. მაგალითად ვაკის ოლქის შემთხვევებში კომისიამ არ დაადგინა ფარულობის დარღვევა და გამოცემულია დოკუმენტი, რასაც დაეყრდნო შემაჯამებელი ოქმი. ჩვენ ხომ იურიდიულ მხარეზე ვსაუბრობთ?".

ახსნა-განმარტებების ეტაპი დასრულდა. ახლა მხარეები ერთმანეთს კითხვებს უსვამენ.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG