Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჩივრები არჩევნებზე, დავა საქალაქო სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება ოპოზიციური პარტიებისა და საიას გაერთიანებული სარჩელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ.

11:38 13.11.2024

საია თავისი სარჩელის ცალკე გამოყოფას ითხოვს, არგუმენტით, რომ მათი და ოპოზიციის სარჩელების დავის საფუძველი განსხვავებულია. საია მხოლოდ ელექტრონული უბნების ბათილობას ითხოვს, პარტიები - ყველას. ამ შუამდგომლობას საიას იურისტი ნინო ხუციშვილი სხდომის დაწყებისთანავე დააყენებს.

ნინო ხუციშვილი, საია
ნინო ხუციშვილი, საია

12:15 13.11.2024

ამომრჩეველთა სიაში შეუსაბამობების ასახსნელად ISFED-ი კვლავ ითხოვს მკაფიო პასუხს ცესკოსგან

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" არასაკმარისად მიიჩნევს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის განმარტებებს ამომრჩეველთა სიასთან და ამომრჩეველთა საეჭვო ქცევასთან დაკავშირებულ კითხვებზე და ითხოვს, მეტად მკაფიო განმარტებებს და დეტალურ სტატისტიკას.

12:27 13.11.2024

სხდომა განახლდა უფრო დიდ დარბაზში, სადაც პროექტორის ეკრანიც დგას.

12:29 13.11.2024

აქცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG