Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჩივრები არჩევნებზე, დავა სააპელაციო სასამართლოში - ლაივბლოგი

თბილისის სააპელაციო სასამართლოში 6 ნოემბერს დაიწყო საარჩევნო საჩივრებთან დაკავშირებული სასამართლო სხდომა.

12:11 7.11.2024

„გთხოვთ, მიგვითითოთ მხოლოდ სადავო მტკიცებულებებზე და მიგვითითოთ რა გარემოებას ადასტურებს, მოკლედ, ახსნა-განმარტებების გარეშე, გთხოვთ", - მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის ამ მიმართვით განახლდა სხდომა, სადაც მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი იწყება.

12:10 7.11.2024

სხდომა განახლდა მტკიცებულებების გამოკვლევით.

11:50 7.11.2024

სააპელაციო სასამართლოში 15-წუთიანი შესვენება გამოცხადდა - საქმე მტკიცებულებების შესწავლით განახლდება.

11:49 7.11.2024

სხდომაზე შედარებით დიდი დრო დაუთმეს ირმა სუბელიანს, რომელიც მცხეთის საოლქო კომისიის წარმომადგენლის განმარტებით, საუბნო კომისიის წევრია და იმის გამო, რომ კომისიის მდივანი ვერ გამოცხადდა საარჩევნო დღეს ადგილზე, მას მოუწია მცხეთის ოლქის 33-ე უბანზე მდივნის მოვალეობის შესრულება.

სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ჩემი ხმა“ ჰყვება, რომ ირმა სუბელიანს თან ჰქონდა ამომრჩეველთა სია და უბანზე მისულებს აღრიცხავდა.

„ამ სიებს გვერდით ეწერა, რაღაც კოდები, მაშინ ვერ გავიგეთ რა იყო, შემდეგ ტვ პირველზე გამოძიება გავიდა ე.წ. ქოლცენტრებზე და ვნახეთ ანალოგიური სიები, მაშინ მივხვდით, რა შეიძლებოდა ეს ყოფილიყო“, - თქვა თამთა კახიძემ.

მცხეთის საოლქო კომისიის წარმომადგენელი, ნათია წიტაური ამბობს, რომ ჰკითხეს ირმა სუბელიანს, მან უარყო სიებთან კავშირი და თქვა, რომ „ნერვიულობდა, მდივნის ფუნქცია მოულოდნელად მიანიჭეს და პროცედურებს იმეორებდა“. მისი ახსნა-განმარტება თან ახლავს საქმის მასალებსო, თუმცა „ჩემი ხმის“ წარმომადგენლის თქმით, ეს ახსნა-განმარტება საქმის მასალებში არ იძებნება.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG