სასამართლო დარბაზში ყველა ღამენათევია, მხარეებიც, მოსამართლეებიც, სასამართლოს დაცვაც. ნაწილს ეძინება, ამთქნარებენ მოსამართლეებიც - განხილვის დაწყებიდან 19 საათი გავიდა.
პროცესს მეორე დღეა აკვირდება ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი.
- სამი პირადობა რომ ჯიბეში აღმოაჩნდა მოქალაქეს ამაზე რას იტყვით? - ჰკითხა ცესკოს წარმომადგენელს „ჩემი ხმის” იურისტმა.
- ხმა მისცა სამი პირადობით? ჯიბეში რა ედო, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ..
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე მოიტანა თაბახზე ამობეჭდილი ფოტო, სადაც მისი მტკიცებით, ასახულია, დამკვირვებელი, რომელიც რეგისტრატორის უკან დგას. ამით ცესკო აჩვენებს, რომ მტკიცება, თითქოს დამკვირვებელს რეგისტრატორის უკან დგომა არ შეეძლო, სიმართლეს არ შეესაბამება. საუბარია საგარეჯოს ოლქზე.
სხდომაზე განიხილეს ტექნოლოგიურ უბნებზე შედეგების ბათილობის საკითხიც, ხმის ფარულობის დარღვევის გამო შემდეგ ოლქებში: სიღნაღი, დედოფლისწყარო, ახმეტა, თელავი, ქარელი, ხაშური, კასპი, ახალციხე, ბორჯომი, ახალქალაქი, ადიგენი, მცხეთა, დუშეთი, საგარეჯო, ლაგოდეხი, გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, დმანისი.
თითქმის 19 საათია რაც სააპელაციო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს
თითქმის 19 საათია თბილისის სააპელაციო სასამართლოში სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. ამ წუთებში სასამართლო სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ჩემი ხმის” საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, თითეული ოლქის ცალ-ცალკე. ამ წუთებში საგარეჯოს ოლქში დაწერილი საჩივრები განიხილება.
სარჩელის ავტორების კითხვებს ცესკოს წარმომადგენლები პასუხობენ. მთავარი საკითხი ხმის ფარულობის დარღვევაა.
მრავალსაათიანი სხდომის მიუხედავად, სასამართლო მტკიცებულებების შესწავლის ეტაპზე არ გადასულა.
თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს საიას 12 საქმეს (40-მდე ოლქის წინააღმდეგ) და ასევე კოალიცია „ჩემი ხმის“ საქმეებს.
ფორუმი