6 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლომ შეცვალა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც 4 ნოემბერს გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიას დაავალა 15 უბნის ბიულეტენების გადათვლა. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ საარჩევნო ადმინისტრაციის სასარგებლოდ გადაწყვიტა და შესაბამისად ძალა დაუკარგა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
თბილისის სააპელაციოში საპარლამენტო არჩევნებზე სააპელაციო სარჩელების განხილვა დაიწყო. სასამართლოს ეზოში შესასვლელ ჭიშკართან კი დილიდან პოლიციაა მობილიზებული - მოქალაქეებს, რომელთა საქმეც არ განიხილება, შიგნით არ უშვებენ.
სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს ჟურნალისტები, რომლებსაც სხდომაზე დასწრების განცხადება ჰქონდა დაწერილი. სხდომას მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი აშუქებს. მანდატურებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ დარბაზში მათი ადგილი აღარ არის.
სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა “სამართლიანი არჩევნების” საჩივრები, რომლითაც ის ასაჩივრებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ორ ოლქთან, ჩუღურეთისა და კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით და ითხოვდა ბიულეტენების ხელახლა გადათვლას.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ შეცვალა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც 4 ნოემბერს გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიას დაავალა 15 უბნის ბიულეტენების გადათვლა. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ საარჩევნო ადმინისტრაციის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
ფორუმი