Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციონერ ლეონიდ ვოლკოვის თქმით, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა


ლეონიდ ვოლკოვი. ვილნიუსი, 12 მარტი, 2024.
ლეონიდ ვოლკოვი. ვილნიუსი, 12 მარტი, 2024.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალექსეი ნავალნის მოკავშირემ და ანტიკორუფციული ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლეონიდ ვოლკოვმა, კვირას განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ რუსეთში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის გამართლებისა და რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების გავრცელების მუხლებით. ამ მუხლების მიხედვით, რუსეთის ხელისუფლება დევნის მათ, ვინც ეწინააღმდეგება რუსეთის ომს უკრაინაში.

ვოლკოვმა ტელეგრამის არხში გამოაქვეყნა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის გადაწყვეტილების ფოტო. დოკუმენტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პოლიტიკოსს ბრალი ედება 16 მუხლით.

„მედუზას“ პუბლიკაცია განმარტავს, რომ 2022 წელს ვოლკოვის წინააღმდეგ უკვე აღიძრა საქმეები „ტერორიზმის გამართლებისთვის“ და რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკებისთვის“. გაურკვეველია, არის თუ არა მიმდინარე უწყება ახალი სისხლის სამართლის საქმეზე თუ უკვე აღძრული საქმეების ერთში გაერთიანების შესახებ.

რუსეთში ლეონიდ ვოლკოვის წინააღმდეგ აღიძრა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე, მათ შორისაა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ ცილისწამება, არასრულწლოვანთა ჩართვა საპროტესტო აქციებში და „ექსტრემისტული ორგანიზაციების“ დაფინანსება. ვოლკოვი საზღვარგარეთ ცხოვრობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG