Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ისრაელსა და აშშ-ს „დამანგრეველი პასუხით“ დაემუქრა


ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი. თეირანი, 27 ოქტომბერი, 2024.
ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი. თეირანი, 27 ოქტომბერი, 2024.

2 ნოემბერს ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ისრაელსა და შეერთებულ შტატებს „დამანგრეველი პასუხით“ დაემუქრა ირანსა და მის მოკავშირეებზე თავდასხმებისთვის.

ხამენეის გამოსვლის ფონია ირანის ოფიციალურ პირთა სულ უფრო გახშირებული მუქარები, რომ კიდევ ერთ დარტყმას მიაყენებენ ისრაელს მას შემდეგ, რაც მან 26 ოქტომბერს ირანზე განახორციელა თავდასხმა. ეს იერიში მიმართული იყო სამხედრო ბაზებისა და სხვა ობიექტების წინააღმდეგ და მინიმუმ ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

რომელიმე მხარის მიერ ახალი თავდასხმის განხორციელების შედეგად კონფლიქტმა შესაძლოა კიდევ უფრო მეტად მოიცვას ახლო აღმოსავლეთი, რომელიც უკვე განიცდის რყევებს ისრაელსა და რადიკალურ პალესტინურ დაჯგუფება ჰამასს შორის ღაზას სექტორში მიმდინარე ომისა და ლიბანში ისრაელის სახმელეთო ჯარების შეჭრის შემდეგ. ჰამასი და ლიბანური შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა აშშ-ში ტერორისტულ ორგანიზაციებად არიან მიჩნეული. ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული ევროპის კავშირშიც, ხოლოდ ჰეზობლას მხოლოდ გასამხედროებული ფრთა. დაჯგუფების პოლიტიკური ფრთა ლეგიტიმური პოლიტიკური პარტიაა და წარმოდგენილია ლიბანის პარლამენტში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG