Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

46-მდე გაიზარდა ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რიცხვი


უკრაინის პოლიციის დისლოკაციის ადგილი ხარკოვში რუსეთის არმიის საჰაერო დარტყმის შემდეგ, 1 ნოემბერი, 2024 წელი.
უკრაინის პოლიციის დისლოკაციის ადგილი ხარკოვში რუსეთის არმიის საჰაერო დარტყმის შემდეგ, 1 ნოემბერი, 2024 წელი.

46-მდე გაიზარდა პირველ ნოემბერს, ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა. გარდაცვლილია ერთი პოლიციელი.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დარტყმის სამიზნე იყო შენობა, სადაც პოლიცია იყო დისლოცირებული.

რუსი სამხედრო ბლოგერები ამტკიცებენ, რომ შენობა, სადაც პოლიცია იყო განთავსებული, უკრაინის ეროვნული გვარდიის აკადემია იყო. ამის ოფიციალური დადასტურება არ მოიპოვება.

2 ნოემბრის დილას ხარკოვის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები დასრულებულია.

რუსეთი ყოველდღე ბომბავს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ის მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ესხმის თავს. მოსკოვი მშვიდობიან მოქალაქეთა შორის მსხვერპლსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე კომენტარს არ აკეთებს.

2 ნოემბრის ღამეს დაიბომბა ქალაქი კიევი, რის შედეგადაც ქალაქის რამდენიმე რაიონში გაჩნდა ხანძარი, მათ შორის 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG