„ქართველებმა გაიმარჯვეს. ყოჩაღ!“
22 საათისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 111 საარჩევნო უბნიდან 2 206-ის ელექტრონულად დათვლილი წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ამ შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 52.99% დააგროვა.
არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ- მინისტრიც. მან „ქართულ ოცნებას“ დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა.
აპარატებით დათვლის გარდა, საარჩევნო უბნებში მიმდინარეობს ხმების ხელით გადათვლის პროცედურები. ასევე ბიულეტენებს დაითვლიან იმ საარჩევნო უბნებში, სადაც არჩევნები ტრადიციული წესით ჩატარდა.
3 111 საარჩევნო უბნიდან მოდერნიზებულია 2 263 უბანი, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით.
ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.
ფორუმი