Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძე: „გილოცავთ საქართველოში რუსული ხელისუფლების დამარცხებას!“


მამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამაკა ხაზარაძემ ეგზიტპოლების შედეგების კომენტირებისას განაცხადა, რომ გამოხატულია ხალხის ნება, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“ დამარცხდა.

ხაზარაძის თქმით, დამკვირვებლებმა ახლა საქართველოს მოქალაქეების ხმები უბნებზე უნდა დაიცვან.

„გილოცავთ საქართველოში რუსული ხელისუფლების დამარცხებას! ხალხის ნება გამოხატულია. ახლა ამ ნებას სჭირდება დაცვა, საქმე ბოლომდე არის მისაყვანი. მე მინდა მოვუწოდო ყველა ჩვენ წარმომადგენელს უბნებზე, რომ ბოლო წუთამდე დაიცვან ჩვენი ამომრჩევლის ხმები. ეს საქმე ბოლომდე არის მისაყვანი. კიდევ ერთი, დღეს ქართულმა საზოგადოებამ, ჩვენმა მოქალაქეებმა სტაგნაციის პერიოდი დაამთავრეს. საქართველოში ახალი პერიოდი, ცხოვრება იწყება, რომელიც არის თავისუფლებისკენ, დემოკრატიისკენ და ქვეყნის აღმშენებლობისკენ. ძლიერი საქართველოს ასაშენებლად მიმართული ძალა და ენერგია მუშაობას იწყებს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ყველაზე მთავარი ისაა, რომ საქართველოში ბოლომდე დამთავრდა ბიძინა ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობა.

„ამას წერტილი ქართულმა საზოგადოებამ დაუსვა. ყველას გილოცავთ!“ - განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 40,9 % მიიღო, „ერთიანობა - ნაცმოძრაობამ“ 16,7 %, მელია-გვარამიას კოალიციამ 16,7 %, „ძლიერმა საქართველომ“ - 10,3% და გახარიას პარტიამ - 8,2 %.

სამმა ქართულმა ტელეარხმა - „იმედმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა“ - საპარლამენტო არჩევნები 2024-ისთვის ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა.

„ედისონ რისერჩმა კვლევა „ფორმულის“ დაკვეთით ჩაატარა. კვლევის მიხედვით:

  • "ქართული ოცნება" - 40,9%;
  • "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 16,7%;
  • "კოალიცია ცვლილებისთვის" - 16,7%;
  • "ძლიერი საქართველო" - 10,3%;
  • "გახარია საქართველოსთვის" - 8,2%;
  • "გირჩი" - 2,3%;
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 2%;
  • "ლეიბორისტული პარტია" - 2%;
  • სხვა - 0,9%.

მთავარი არხის“ დაკვეთით კვლევა ჩაატარა HarrisX-მა, რომლის მიხედვითაც:

  • "ქართული ოცნება" - 42%;
  • "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 13%;
  • "კოალიცია ცვლილებისთვის" - 18%;
  • "ძლიერი საქართველო" - 9%;
  • "გახარია საქართველოსთვის" - 8%.

„იმედის“ ეგზიტპოლი „გორბმა“ ჩაატარა. ამ კვლევის მიხედვით:

  • "ქართული ოცნება" - 56,1%;
  • "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 11,6;
  • "კოალიცია ცვლილებისთვის" - 12,6%;
  • "ძლიერი საქართველო" - 7%;
  • "გახარია საქართველოსთვის" - 4,8%;
  • "გირჩი" - 3%;
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 2,2%;
  • სხვა - 2,7%.

ფორუმი

XS
SM
MD
LG