„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას თქმით, მიუხედავად ბიულეტენების ჩაყრისა და ძალადობისა, მაინც გაიმარჯვა ევროპამ.
„დღეს გაიმარჯვა არა რომელიმე ერთმა პარტიამ, არამედ გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა მომავალმა, გაიმარჯვა ოპოზიციამ და დამარცხდა „ქართული ოცნება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის თქმითაც, ეგზიტპოლებმა აჩვენა, რომ ივანიშვილის დრო დასრულდა.
„ქართველმა ხალხმა გააკეთა არჩევანი კოალიციურ მთავრობაზე. ჩვენ ამ ნდობას, რომელიც მივიღეთ, ვეპყრობით ძალიან დიდი პასუხისმგებლობით, შესაბამისად, უმოკლეს დროში, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი, ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებებს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აუცილებლად შეიყვანს ევროკავშირში“, - თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ.
სამმა ქართულმა ტელეარხმა - „იმედმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა“ - საპარლამენტო არჩევნები 2024-ისთვის ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა.
„ფორმულის“ დაკვეთით კვლევა ჩაატარა „ედისონ რისერჩმა“, რომლის მიხედვითაც:
- "ქართული ოცნება" - 40,9%;
- "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 16,7%;
- "კოალიცია ცვლილებისთვის" - 16,7%;
- "ძლიერი საქართველო" - 10,3%;
- "გახარია საქართველოსთვის" - 8,2%;
- "გირჩი" - 2,3%;
- "პატრიოტთა ალიანსი" - 2%;
- "ლეიბორისტული პარტია" - 2%;
- სხვა - 0,9%.
მთავარი არხის“ დაკვეთით კვლევა ჩაატარა HarrisX-მა, რომლის მიხედვითაც:
- "ქართული ოცნება" - 42%;
- "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 13%;
- "კოალიცია ცვლილებისთვის" - 18%;
- "ძლიერი საქართველო" - 9%;
- "გახარია საქართველოსთვის" - 8%.
„იმედის“ ეგზიტპოლი „გორბმა“ ჩაატარა. ამ კვლევის მიხედვით:
- "ქართული ოცნება" - 56,1%;
- "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 11,6%;
- "კოალიცია ცვლილებისთვის" - 12,6%;
- "ძლიერი საქართველო" - 7%;
- "გახარია საქართველოსთვის" - 4,8%;
- "გირჩი" - 3%;
- "პატრიოტთა ალიანსი" - 2,2%;
- სხვა - 2,7%.
ფორუმი