Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს

არჩევნები 2024 - ლაივბლოგი

რადიო თავისუფლების რეპორტიორები მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ ქვეყნის მასშტაბით და გაწვდიან დაზუსტებულ ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვან ამბავზე.

18:42 27.10.2024

ქართველი ჟურნალისტები ჰყვებიან, როგორ გახდნენ აგრესიის სამიზნეები არჩევნების გაშუქებისას

18:55 27.10.2024

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა.

იგი წერს, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები "მოიპარა":

"საქართველოდან მომავალი სურათი ნათელია - გუშინდელი არჩევნები მოიპარა პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ თბილისში. გვერდში ვუდგავარ ქართველ ხალხს მათი თავისუფლების, უფლებებისა და მომავლისთვის ბრძოლაში", - დაწერა ბრიტანეთის ექსპრემიერმა სოციალურ ქსელ X-ზე.

უცხოელი ლიდერების ნაწილი "ქართულ ოცნებას" ულოცავს არჩევნებში გამარჯვებას. მათ შორის არიან უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. თუმცა უცხოელი პოლიტიკოსების ნაწილი ეჭვით უყურებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს.

ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით.

არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგებს და გაყალბებაზე საუბრობს.

19:20 27.10.2024

„გამოვლენილი ხარვეზების კუმულაციურმა ეფექტმა მნიშვნელოვნად დააზარალა საარჩევნო პროცესის დემოკრატიული სანდოობა“ - ზლატკო ვუიოვიჩი, ENEMO მისიის ხელმძღვანელი

19:24 27.10.2024

27 ოქტომბერი რუსი პროპაგანდისტებისთვის სასიამოვნოდ გათენდა. “ქართული ოცნების” არჩევნებში გამარჯვებით რუსეთმა საბოლოოდ მიიღო ის რაც სურდა - საქართველომ დააღწია თავი დასავლეთის ზეგავლენას - ერთსულოვანია მათი შეფასება.

“ქართველებმა გაიმარჯვეს. ყოჩაღ!” - მარგარიტა სიმონიანმა, რუსული პროპაგანდის ერთ-ერთმა ბოსმა, საქართველოს მიულოცა 26 ოქტომბერს, ცესკო-ს წინასწარი შედეგების გამოცხადებასთანავე.

მყისიერი იყო ოფიციალური რეაქციაც.

არჩევნების შედეგები საქართველოს “შიდა პოლიტიკაში საინტერესო პერიოდს მოასწავებს” - თქვა გრიგორი კარასინმა, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

“გვჯერა, რომ ეს პერიოდი იქნება განჭვრეტადი და გაივლის ცივილიზებულად. ამაში დაინტერესებულია საქართველოც და მთლიანად კავკასიის რეგიონიც”, - დაწერა კარასინმა ტელეგრამზე...

კიდევ ერთი შემოთავაზება “ოცნებამ” მიიღო რუსი ნაციონალისტი ფილოსოფოსის, ალექსანდრ დუგინისგან.

“ქართულ ოცნებას სჭირდება სტრატეგია… შეუძლიათ საქართველო კვლავ დიდებულად აქციონ… და ბრიქსში გაწევრიანდნენ” - დაწერა დუგინმა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG