ცესკოს ცნობით, 20:00 საათისთვის აქტივობამ 58,94% შეადგინა
ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 20:00 საათის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 2 060 412 შეადგინა, რაც საერთო რაოდენობის 58,94%-ია. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განმარტა, რომ ეს არ არის საბოლოო შედეგი, რადგან მაღალმთიანი რეგიონის 5 უბნიდან, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ინფორმაციის მიღება.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 56,11% შეადგინა.
ცესკომ არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს.
წინასწარი მონაცემებით პარტიების ხმები ასე განაწილდა:
- „ქართული ოცნება“ - 52,97%
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 11,21%
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ 9,84%
- „ძლიერი საქართველო“ - 9,03%
- „გახარია საქართველოსთვის“ - 8,23%
- „გირჩი“ - 3,23%
- „პატრიოტთა ალიანსი“ - 2,53%.
3 111 საარჩევნო უბნიდან ელექტრონულად დათვლილია 2 201 უბანი.
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო არჩევნების ცესკოს წინასწარ შედეგებს არ აღიარებს. ამის შესახებ ბრიფინგი გაიმართა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში.
პარტიის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ისინი "მოპარული, მიტაცებული საარჩევნო შედეგის აღიარებას არ აპირებენ".
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით ვაცხადებთ, რომ ჩვენ მოპარული, მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ და ჩვენ ამ მოპარული მიტაცებული საარჩევნო შედეგის აღიარებას არ ვაპირებთ. დიდი იმედი გვაქვს რომ ამგვარი პოზიცია იქნება სრულიად ოპოზიციურ ველზე", - თქვა მან.
ოპოზიციონერმა, ასევე აღნიშნა, რომ ცესკომ შეასრულა ივანიშვილ"ბინძური დაკვეთა" და გამოაცხადეს შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ "ოლიგარქმა ივანიშვილმა ქართველ ხალხს გამარჯვება მოჰპარა".
22 საათისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 111 საარჩევნო უბნიდან 2 251-ის ელექტრონულად დათვლილი წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ამ შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 53,064% დააგროვა.
"კოალიცია ცვლილებებისთვის", რომელიც სამ ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს, არ აპირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებას და გაყალბების მასშტაბური სქემის არსებობაზე საუბრობს. ამ კოალიციაში შემავალი პარტია "ახალის" თანადამფუძნებლის, ნიკა გვარამიას თქმით, "ქართული ოცნება" ხელისუფლების უზურპაციას ცდილობს, თუმცა ოპოზიცია მზად არის დაიცვას ამომრჩევლების ხმები.
ჩვენ გაშიფრული გვაქვს სქემა, რომლის მიხედვითაც მათ მოიპარეს არჩევნები. ამაზეც გვჭირდებოდა გარკვეულწილად დრო და ამაზე საუბარი. ეს არ არის მარტივი, ჩვენ დაგპირდით ხმების დაცვას და ბოდიშს გიხდით, რომ ამ რთული ტექნოლოგიური სქემის გაშიფვრაში იმთავითვე წარმატებული არ ვიყავით და მხოლოდ არჩევნების გაყალბების შემდეგ აღმოვაჩინეთ ეს პრობლემა" - თქვა ნიკა გვარამიამ არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებიდან 2 საათის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მან ისაუბრა მთავარი არხისა და ფორმულას დაკვეთით შესრულებულ ორ დამოუკიდებელ ეგზიტპოლზეც, რომელთა შედეგების მიხედვით, ოპოზიციას ჯამში უფრო მეტი ხმა ჰქონდა მიღებული ვიდრე ქართულ ოცნებას და თქვა, რომ ორივე საერთაშორისო კომპანია მზად არის გაიაროს აუდიტი მათი შედეგების სანდოობის დასამტკიცებლად.
ცნობილია, რომ არჩევნების შედეგების აღიარებას არ აპირებს არც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ირგვლივ შექმნილი პოლიტიკური გაერთიანება.
22 საათისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 111 საარჩევნო უბნიდან 2 251-ის ელექტრონულად დათვლილი წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ამ შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 53.064% დააგროვა.
ფორუმი