საია-ს დამკვირვებლების ცნობით, მარნეულში სავარაუდოდ, „ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ორჯერ მისცა ხმა.
„საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, მარნეულის 35-ე უბანზე, პირმა, რომელიც, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების” წარმომადგენელია, ორჯერ მისცა ხმა“, - განაცხადა ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ.
გამოვლინდა ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის გადაცემის ფაქტები:
- გლდანის მე-13,
- ისნის 41-ე,
- წალენჯიხის მე-5,
- ქუთაისის და ფოთის მე-13 უბნებზე.
ასევე - დიდუბის ოლქის 27-ე უბანზე რეგისტრატორების უკან იდგა უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირი, რომელიც ამომრჩევლის პირად მონაცემებს ინიშნავდა.
„საიას დამკვირვებლისთვის საქმიანობაში ხელშეშლის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა“, - აცხადებს ორგანიზაცია.
ხმაური და გინება ისანში
თბილისში, ისანში, მე-9 უბანთან დაპირისპირებაა.
ვიდეოში, რომელიც რადიო თავისუფლებას დამკვირვებელმა, ნატალია ყიფშიძემ მიაწოდა, ჩანს, რომ უბნის სიახლოვეს შეკრებილია ათობით ადამიანი და დაძაბულობაა.
დეტალები დაზუსტდება
უყურეთ რადიო თავისუფლებას პირდაპირ ეთერში
თვალი ადევნეთ რადიო თავისუფლების საარჩევნო ეთერს, რომელსაც ამჟამად „დილის საუბრების“ წამყვანი, ჟურნალისტი ნინო გელაშვილი უძღვება:
აქტივობა 12:00 საათზე - 22.22%
ცესკოს ინფორმაციით, 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 22,22% შეადგინა.
ეს 2020 და 2016 წლების არჩევნების აქტივობაზე მეტია, თუმცა 3%-ზე მეტით ჩამორჩება 2012 წლის მონაცემს.
ფორუმი