Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს

არჩევნები 2024 - ლაივბლოგი

რადიო თავისუფლების რეპორტიორები მუშაობენ ქვეყნის მასშტაბით და გაწვდიან დაზუსტებულ ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვან ამბავზე.

09:07 26.10.2024

რვა საათიდან ხმის მიცემა დაიწყო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვისაც

საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად, ხმის მიცემა დაიწყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებშიც.

არჩევნებს ადმინისტრირებას უწევს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია (უსკო).

უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის უსკოს მიერ რეგისტრირებულია 11 საარჩევნო სუბიექტი.

ერთ-ერთი საარჩევნო უბანი აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯალაბაშვილებში
ერთ-ერთი საარჩევნო უბანი აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯალაბაშვილებში

08:55 26.10.2024

60% გვექნება, ყველას მოვუწოდებ ცესკოს შედეგების აღიარებისკენ - პრემიერი

ირაკლი კობახიძე: 60% გვექნება
ირაკლი კობახიძე: 60% გვექნება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ დღის ბოლოს ხმების 60% ექნება და ოპოზიციურ პარტიებს ამ შედეგების აღიარებისკენ მოუწოდებს.

„ცესკოს შედეგების აღიარებისკენ მოვუწოდებთ ყველას... ვაღიარებთ იმას, რასაც ცესკო დადებს. ეს იქნება ოცნების 60%-იანი მხარდაჭერა“, - განაცხადა მან დილის 08:50-ზე, ხმის მიცემის შემდეგ, საარჩევნო უბანზე.

ჟურნალისტების კითხვაზე, წინსწრებით როგორ შეუძლია, ასეთი შედეგი ივარაუდოს, პრემიერმა თქვა, რომ კვლევებს ეყრდნობა, თუმცა არ დაუზუსტებია, რომელ კვლევას გულისხმობს.

08:35 26.10.2024

ხმა მისცეს პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემაც

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 08:35 საათისთვის მისცა ხმა არჩევნებში.

პრემიერმა კობახიძემ ჟურნალისტებთან უბანზე რამდენიე წუთის განმავლობაში საუბრისსა უთხრა, რომ ოპოზიცია უნდა „შეეგუოს“, როდესაც დღის ბოლოს მმართველ პარტიას „ხმების 60%“ ექნება.

მან ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების“ დამსახურებებსა და დაპირებებზე, ასევე, მოლოდინზე, რომ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს.

ხმა მისცმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც კრწანისში, 72-ე საჯარო სკოლაში მდებარე საარჩევნო უბანზე.

მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ „დღეს არის არჩევანი ბოროტებასა და სიკეთეს, უღმერთობასა და სულიერებას შორის“.

08:12 26.10.2024

პრეზიდენტმა ხმა მისცა

დილის 08:10 საათისათვის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა - ერთ-ერთმა პირველმა პოლიტიკურ ლიდერებს შორის - არჩევნებში ხმა მისცა.

„მე ხმა მივეცი არა „ვის“, არამედ „რას“ - ახალ საქართველოს, რისთვისაც ჩამოვედი ამ ქვეყანაში 22 წლის წინ;

იმ საქართველოს, რომელზეც ლოცულობდნენ ჩემი წინაპრები;

იმ საქართველოს, რომელზეც ლოცულობს მთელი საქართველო.

დღეს საღამოს დამარცხებული არავინ იქნება, რადგან გაიმარჯვებს საქართველო“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG