გაეროს მონაცემებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინის მოსახლეობა 10 მილიონი ადამიანით, ანუ დაახლოებით ერთი მეოთხედით შემცირდა. ეს მოხდა ქვეყნიდან ლტოლვილთა გადინების, შობადობის შემცირებისა და ომში ხალხის სიკვდილის გამო.
აღმოსავლეთ ევროპაში გაეროს დემოგრაფიული ფონდის ხელმძღვანელმა ფლორენს ბაუერმა თქვა, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა ისედაც რთული დემოგრაფიული ვითარება. „შობადობა მკვეთრად დაეცა და ამჟამად დაახლოებით ერთ ბავშვს უდრის ერთ ქალზე, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაბალი მაჩვენებელია,“ თქვა მან.
მოსახლეობის რაოდენობის სტაბილურობის შესანარჩუნებლად შობადობის დონე ერთ ქალზე 2,1 ბავშვი უნდა იყოს. გაეროს წარმომადგენლის თქმით, საკუთარ თავზე სწრაფი გავლენა იგრძნეს რეგიონებმა, რომლებით თითქმის გაუკაცურებულია ომების გამო. ასეთ სოფლებში მხოლოდ მოხუცებიღა არიან დარჩენილი.
უკრაინის მოსახლეობის შემცირების ყველაზე დიდი წილი მოდის ლტოლვილებზე - 6,7 მილიონი უკრაინელი ცხოვრობს უცხოეთში, ძირითადად ევროპაში. დემოგრაფიული სიტუაციის შეცვლაზე ასევე მოქმედებს ხალხის სიკვდილი ომში.
ფორუმი