Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IRI-ის მოკლევადიანი დამკვირვებლების ჯგუფი საქართველოში ჩამოვიდა


საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ იუწყება, რომ ორგანიზაციის მოკლევადიანი დამკვირვებლების ჯგუფი საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდება. მისიას ხელმძღვანელობენ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი კონგრესმენი ჯონ შიმკუსი, შვედეთის პარლამენტის წევრი მარგარეტა სედერფელდი და IRI-ის პრეზიდენტი დენ თვაინინგი.

„მოკლევადიანი დამკვირვებლები დააკვირდებიან არჩევნების დღეს, მათ შორის საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემისა და ხმის დათვლის პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათი მუშაობა გააძლიერებს გრძელვადიანი დამკვირვებლების ძალისხმევას, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლის დღიდან აქტიურად მუშაობენ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან, საარჩევნო ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან“, - აცხადებენ IRI-ში.

ორგანიზაციას საქართველოში ჯამში 48 დამკვირვებელი ეყოლება. მათგან 28 - მოკლევადიანი, 20 კი - გრძელვადიანი.

„მოკლევადიანი დამკვირვებლების ჩამოსვლა კიდევ უფრო გააძლიერებს მისიის შესაძლებლობებს, დააკვირდეს ამ მნიშვნელოვანი არჩევნების საკვანძო ეტაპებს“, - ამბობს ჯონ შიმკუსი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი კონგრესმენი.

IRI-ის სადამკვირვებლო მისია მუშაობს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესის გაძლიერების კონსორციუმის (CEPPS) ფარგლებში.​ ორგანიზაცია ახორციელებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას საქართველოში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება. პარლამენტი პირველად აირჩევა სრულად პროპორციული წესით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG