Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესმენი: უკრაინაში ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცების ყოფნა კრემლის სისუსტის ნიშანი იქნება


ჯერი კონოლი, ამერიკელი კონგრესმენი. პრაღა. 2024 წლის 19 ოქტომბერი
ჯერი კონოლი, ამერიკელი კონგრესმენი. პრაღა. 2024 წლის 19 ოქტომბერი

უკრაინაში შეჭრილ რუსეთის ძალებთან ერთად ბრძოლის მიზნით ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცების განთავსება იქნება "რუსეთის გარკვეული სისუსტის ნიშანი", - ამბობს ამერიკელი კონგრესმენი, დემოკრატი ჯერი კონოლი, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს.

"ჩრდილოეთ კორეის სამხედროების ევროპაში განთავსება გესაჭიროება უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებისთვის? ნამდვილად? და რატომ სჭირდება ეს რუსეთს? იმიტომ ხომ არა, რომ, გულწრფელად რომ ვთქვათ, რუსეთის პოტენციალი ამოწურულია?" - უთხრა კონოლიმ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს 19 ოქტომბრის ინტერვიუში.

კონოლის სიტყვების ფონია სამხრეთ კორეის დაზვერვის 18 ოქტომბრის განცხადება, რომ ჩრდილოეთმა კორეამ საგანგებო ძალების 1500 სამხედრო გაგზავნა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, წვრთნის და ადგილობრივ ბაზაზე აკლიმატიზაციის გავლის მიზნით და ისინი, სავარაუდოდ, უკრაინის ომში ჩაერთვებიან.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი ადგილობრივ მედიაში აცხადებდა, რომ აღმოსავლეთ რუსეთში ამჟამად წვრთნას გადის ჩრდილოეთ კორეის 11 000-მდე სამხედრო.

თუ უკრაინაში ჩრდილოეთ კორეის სამხედროთა ყოფნა დადასტურდება, ეს იქნება რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო კავშირების გაღრმავებს მორიგი ნიშანი. ქვეყნებს გაფორმებული აქვთ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, რომელიც ორივე ქვეყანას ავალდებულებს სამხედრო დახმარების გაწევას. უკრაინის ომში უკვე იყენებენ ჩრდილოეთ კორეის იარაღს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG