Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: მე ხვალ თქვენთან ერთად ვიქნები


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ხვალ, 20 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ მარშში ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. მან ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ის ხვალ მათთან ერთად იქნება.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ იქნებით ძალიან ბევრნი. მე ხვალ თქვენთან ერთად ვიქნები. ეს არის ძალიან დიდი დღე იმიტომ, რომ ჩვენი სტაბილურობაც არის ამაზე დამოკიდებული. ყველაზე მნიშვნელოვანია, მშვიდად გამოვიდეს ხალხი და აჩვენოს თავისი ნება, რომ ქვეყანაა დაუბრუნდეს, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ევროპულ მომავალს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უარს ვეტყვით და დავემშვიდობებით ერთპარტიულობას, დავემშვიდობებით პოლარიზაციას, ერთმანეთის სიძულვილს“, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

ხვალ, 20 ოქტომბერს თბილისში იმართება მარში „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“. მისი ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაა.

მარშის მონაწილეები 17:00 საათზე შეკრებას დაიწყებენ ხუთ ადგილზე:

  • რესპუბლიკის მოედანი;
  • გმირთა მოედანი;
  • 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა);
  • მარჯანიშვილის მოედანი;
  • ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა).

ამ ხუთივე ადგილიდან მსვლელობა დაიწყება თავისუფლების მოედნის მიმართულებით, სადაც 19:00 საათზე აქცია-კონცერტია დაგეგმილი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG