Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ 95 მებრძოლი რუსეთის ტყვეობიდან დაიბრუნა


რუსეთის ტყვეობაში მყოფი 95 მებრძოლი სახლში დაბრუნდა.
რუსეთის ტყვეობაში მყოფი 95 მებრძოლი სახლში დაბრუნდა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ტყვეობიდან დაბრუნებული 95 მებრძოლის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. მან მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც მათ გათავისუფლებასა და ძებნაში იყო ჩართული.

„ჩვენი 95 ადამიანი სახლში დაბრუნდა. მეომრები, რომლებიც იცავდნენ მარიუპოლსა და „აზოვსტალს“, დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვისა და ხერსონის ოლქებს.

ყოველ ჯერზე, როცა უკრაინა იხსნის თავის ხალხს რუსული ტყვეობიდან, ჩვენ უფრო ვუახლოვდებით იმ დღეს, როდესაც თავისუფლება დაუბრუნდება ყველას, ვინც რუსების ტყვეობაში იმყოფება“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელებში.

გუშინ, 18 ოქტომბერს, რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს. 501 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი უკრაინაში დაბრუნდა, 89 კი - რუსეთში, განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, საპარლამენტო საკოორდინაციო ჯგუფის წარმომადგენელმა, შამსაილ სარალიევმა.

რუსეთმა უკრაინაში ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით რუსეთი და უკრაინა რეგულარულად ცვლიან დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG