Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანის წინააღმდეგ სანქციების გამო Iran Air-მა ევროპაში ფრენა შეწყვიტა


Iran Air-ის თვითმფრინავი. Iran Air-მა ევროპაში ფრენა შეწყვიტა სანქციების გამო.
Iran Air-ის თვითმფრინავი. Iran Air-მა ევროპაში ფრენა შეწყვიტა სანქციების გამო.

ირანის უმსხვილესმა ავიაკომპანია Iran Air-მა შეწყვიტა ფრენა ევროპაში ახალი სანქციების გამო, რომლებიც ირანს დაუწესეს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებისთვის. ამას, როგორც სააგენტო "ირნა" იტყობინება, ირანი უარყოფს, ისევე როგორც აცხადებს, რომ ნეიტრალურია უკრაინასთან რუსეთის ომში.

Iran Air-მა ფრენების შეწყვეტის შესახებ თავის მგზავრებს აცნობა სანქციების გამოცხადების შემდეგ, იტყობინება Euronews-ი.

Iran Air-ი სექტემბრამდე დაფრინავდა ვენაში, ჰამბურგში, ლონდონში, პარიზში, რომში, ფრანკფურტსა და სხვა ქალაქებში. უსაფრთხოების მოსაზრებებით, შესაძლო საომარი მოქმედების შიშით, ირანში ფრენა შეაჩერეს ასევე ევროპის სხვა ავიაკომპანიებმა.

მათ მიმართ საპასუხო სანქციები არ დაწესებულა.

ევროკავშირმა ირანს სანქციები 14 ოქტომბერს დაუწესა. საფუძვლად მოყვანილია რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდება.

ფრენები Iran Air-ისთვის ოფიციალურად არ აუკრძალავთ, მას გაუყინეს ანგარიშები და აქტივები და შეუძლებელი გახდა ყოველგვარი კომერციული თანამშრომლობა ავიაკომპანიასთან, რაც მის საქმიანობას შეუძლებელს ხდის.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიძახა უნგრეთის, როგორც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის ელჩი და პროტესტი გამოუცხადა შეზღუდვების გამო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG