Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ირანს ახალ სანქციებს დაუწესებს


Khorramshahr-4-ის ტიპის ირანული ბალისტიკური რაკეტა. 25 მაისი, 2023 წელი. ევროკავშირი სანქციებს უწესებს ირანს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებისთვის. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაყჩის აღიარებით, რუსეთს გადასცეს 250 კილომეტრის სიშორის არაბალისტიკური რაკეტები
Khorramshahr-4-ის ტიპის ირანული ბალისტიკური რაკეტა. 25 მაისი, 2023 წელი. ევროკავშირი სანქციებს უწესებს ირანს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებისთვის. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაყჩის აღიარებით, რუსეთს გადასცეს 250 კილომეტრის სიშორის არაბალისტიკური რაკეტები

ევროკავშირი მომავალი კვირის დასაწყისში გამოაცხადებს ირანისთვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ. სანქციები შეეხება იურიდიულ და კერძო პირებს, რომლებიც ირანთან არიან დაკავშირებული. ამის შესახებ წყაროებმა აცნობეს რადიო თავისუფლებას.

წყაროებმა, რომლებმაც არ ისურვეს ვინაობის გამხელა, განაცხადეს, რომ სანქციებს 14 ოქტომბერს შეათანხმებენ და, სხვათა შორის, ისინი დაუწესდება ავიაკომპანია Iran Air-ს. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, პაკეტს უკვე 9 ოქტომბერს უთხრეს ევროკავშირის ელჩებმა თანხმობა.

„დიახ, სანქციები დაწესდება ორშაბათს, მიწოდების საპასუხოდ და შემდეგ - უკვე სექტორების მიხედვით“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას წყარომ, რომელიც გულისხმობდა ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას რუსეთისთვის. არ მაქვს იმის განცდა, რომ არ სურთ სანქციების დაწესება, თქვა მან.

ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, რომელმაც ასევე არ ისურვა ვინაობის საჯაროდ გამოცხადება, რუსეთისთვის რაკეტების მიწოდების თაობაზე ჟურნალისტებს უთხრა 11 ოქტომბერს, რომ ბრიუსელს აქვს დასტური, რომ ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გაუგზავნა. „ეს საკითხი უზენაესმა წარმომადგენელმა [ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელი] დასვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაყჩისთან საუბარში. საინტერესოა, რომ არაყჩიმ აღიარა, რომ ირანმა რუსეთს გადასცა, როგორც ის უწოდებს, მცირე, 250 კილომეტრზე ნაკლები რადიუსის რაკეტები. მისი თქმით, ეს არ არის ბალისტიკური რაკეტები“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG