ჰაბარდს ასევე ჩამოართვეს 142 ათასი გრივნა. პროკურატურა ამერიკელისთვის შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვდა.
საქმე დახურულ რეჟიმში განიხილებოდა. როგორც იტყობინებიან, ჰაბარდმა თავი დამნაშავედ ცნო.
გამოძიების თანახმად, მიჩიგანის მკვიდრი სტივენ ჰაბარდი 2014 წლიდან ცხოვრობდა უკრაინაში. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ის ტერიტორიული დაცვის რიგებში შევიდა. რუსეთის ინფორმაციით, ის აპრილში ტყვედ ჩავარდა.
მაისში ფეისბუკში მომხმარებელ ტრიშა ჰაბარდ ფოქსის გვერდზე გაჩნდა ჩანაწერი, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი ძმა სტივენ ჯეიმს ჰაბარდი „თითქმის სამი წლის წინათ გაიტაცეს უკრაინაში ყოფნისას“. მისი თქმით, სოცქსელში მოიპოვება მინიმუმ ორი ვიდეო, რომლებშიც ის შებოჭილი და ნაცემი ჩანს.
დღესვე რუსეთის სასამართლომ აშშ-ის კიდევ ერთ მოქალაქეს, ყოფილ საზღვაო ქვეით რობერტ გილმანს, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში შვიდი წლითა და ერთი თვით პატიმრობა მიუსაჯა. ის კოლონიის თანამშრომელსა და გამომძიებელზე თავდასხმაში ცნეს დამნაშავედ.
ფორუმი