Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ ისრაელზე შეტევა ამ ეტაპზე დასრულებულია


რაკეტები ისრაელის თავზე, 2024 წლის 1 ოქტომბერი
რაკეტები ისრაელის თავზე, 2024 წლის 1 ოქტომბერი

ირანი აცხადებს, რომ მისი მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა დასრულებულია და არ განახლდება, თუკი ირანი კვლავ იძულებული არ გახდება, იმოქმედოს. ამ განცხადების ფონია გაძლიერებული შეშფოთება უფრო ფართო რეგიონული კონფლიქტის ალბათობაზე.

თეირანმა 1 ოქტომბერს ისრაელის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტებით განახორციელა მასშტაბური შეტევა, იმ სამხედრო კამპანიაზე პასუხად, რომელსაც ისრაელი სამხრეთ ლიბანში ახორციელებს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას წინააღმდეგ. ირანის თავდასხმას ისრაელის და მისი მთავარი მოკავშირის, აშშ-ის მხრიდან მოჰყვა განცხადებები საპასუხო ზომების თაობაზე.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი პლატფორმა X-ზე წერს, რომ თავდასხმის სამიზნე იყო "მხოლოდ სამხედრო და უშიშროების ობიექტები", რომლებიც ჩართულია "გენოციდში ღაზასა და ლიბანში" და რომ ეს დარტყმა ირანმა განახორციელა "თავდაცვის მიზნით, გაეროს ქარტიის 51-ე მუხლის შესაბამისად".

არაღჩი წერს, რომ ირანის მოქმედება ამ ეტაპზე დასრულებულია, ხოლო თუ "ისრაელის რეჟიმი" კვლავ გამოიწვევს სამაგიერო ზომებს, ირანის "პასუხი იქნება უფრო ძლიერი და უფრო მძლავრი".

ჰეზბოლას შეერთებული შტატები ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, ევროკავშირს მხოლოდ მისი შეიარაღებული დაჯგუფება ჰყავს შეყვანილი "შავ სიაში". ეს ორგანიზაცია მნიშვნელოვანი წევრია ირანის ე.წ. წინააღმდეგობის ღერძისა - ანუ ირანის მოკავშირეების და მის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფების ქსელის, რომელიც ისრაელს და აშშ-ს უპირისპირდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG