1 ოქტომბრის საღამოს, მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალების ("ცაჰალის") განცხადებით, ირანმა ბალისტიკური სარაკეტო შეტევა დაიწყო, საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმა ისმის მთელ ისრაელში.
ისრაელის არმიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოქალაქეები "ფხიზლად უნდა დარჩნენ და ზუსტად დაიცვან სარდლობის მითითებები."
"ცაჰალი აკეთებს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაიცვას ისრაელის სახელმწიფოს სამოქალაქო მოსახლეობა", - ნათქვამია განცხადებაში.
მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები, Reuters-ი, BBC-ი, CNN-ი და AP-ი, იუწყებიან თეირანის მხრიდან ისრაელზე სარაკეტო იერიშის შესახებ იმ ფონზე, როდესაც ვაშინგტონმა და ისრაელმა თეირანი „სერიოზული შედეგის“ შესახებ გააფრთხილეს.
ისრაელმა 1 ოქტომბერს, დილით, სახმელეთო ოპერაცია დაიწყო სამხრეთ ლიბანში, მიუხედავად შეერთებული შტატების წინააღმდეგობისა და საერთაშორისო შეშფოთებისა კონფლიქტის კიდევ უფრო გაფართოებაზე ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით.
ირანიდან გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტები ისრაელის საჰაერო სივრცეში 14 აპრილსაც შევიდნენ.
მაშინ ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ საჰაერო აპარატები, კერძოდ, იერუსალიმის თავზე ჩამოაგდო.
ფორუმი