Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყალდიდობის შედეგად ნეპალში 217 ადამიანი დაიღუპა


სტიქიამ, რომელიც ხუთშაბათს, 26 სექტემბერს, დაიწყო, ბევრ პროვინციაში გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
სტიქიამ, რომელიც ხუთშაბათს, 26 სექტემბერს, დაიწყო, ბევრ პროვინციაში გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

ნეპალში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 217 ადამიანამდე გაიზარდა.

სტიქიამ, რომელიც ხუთშაბათს, 26 სექტემბერს, დაიწყო, ბევრ პროვინციაში გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. პარასკევიდან მოყოლებული, აღმოსავლეთ და ცენტრალური ნეპალის დიდი ტერიტორიები დაიტბორა. თუმცა დედაქალაქ კატმანდუში კვირიდან ამინდმა გაუმჯობესება დაიწყო.

1 ოქტომბერს, სამშაბათს დილით, კატმანდუსა და ნეპალის სხვადასხვა ნაწილში სამდღიანი უწყვეტი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 217 ადამიანს მიაღწია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის, რეშირამ ტივარის განცხადებით, ამ დროისთვის სტიქიასთან დაკავშირებული ინციდენტების გამო უგზო-უკვლოდ დაკარგულია 28 ადამიანი, 143 - დაშავდა.

სამდღიანი უწყვეტი წვიმების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა კატმანდუს ხეობა, სადაც დაღუპულთა რიცხვმა 50 ადამიანს გადააჭარბა.
ნეპალში წვიმიანი სეზონი ივნისში დაიწყო. ეს სეზონი, ჩვეულებრივ, სექტემბრის შუა რიცხვებში მთავრდება ხოლმე.

ნეპალში თითქმის ყოველწლიურადაა წყალდიდობა და მეწყერი. თუმცა მათი მასშტაბი ბოლო წლებში გაიზარდა. მეცნიერები ამას გლობალურ დათბობას უკავშირებენ, რაც მსოფლიო ოკეანეებში წყლის უფრო ინტენსიურად აორთქლებას იწვევს, ჰაერი უფრო ნოტიო ხდება და მატულობს ნალექი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG