Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგამოძიებო ჯგუფი: ნავალნი, შესაძლოა, ციხეში სასიკვდილოდ მოწამლეს


ალექსეი ნავალნის საფლავი
ალექსეი ნავალნის საფლავი

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და კრემლის ხმამაღალი კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი - რომელიც თებერვალში ციხეში გარდაიცვალა - შესაძლოა, მოწამლეს, - აცხადებს რუსული დამოუკიდებელი გამოცემა Insider-ის საგამოძიებო ჯგუფი იმ ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც, სავარაუდოდ, რედაქტირებულია, რათა დადასტურებულიყო სახელმწიფოს ვერსია ნავალნის გულით სიკვდილის შესახებ.

გამოცემის მიერ 29 სექტემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ჯგუფმა მოიპოვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების ორი ვერსია.

ორივე დოკუმენტი გაცემულია 2024 წლის 26 ივლისს. მათგან ერთში, გამოცემის თანახმად, შესწორებებია შეტანილი და ემთხვევა ნავალნის სიკვდილის მიზეზების ოფიციალურ ვერსიას.

ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს გარდაიცვალა იამალო-ნენეცის ავტონომიური ოკრუგის სოფელ ხარპში მდებარე კოლონიაში. ოფიციალური ვერსიით, პოლიტიკოსის გარდაცვალება ბუნებრივი მიზეზით მოხდა. ნავალნის ქვრივს, იულია ნავალნაიას ნათქვამი აქვს, რომ მისი ქმარი "სიცოცხლის ბოლო წუთებში უჩიოდა მწვავე ტკივილს მუცლის არეში", ხოლო ნავალნის მოკავშირეები თვლიან, რომ ის ციხეში მოკლეს, სავარაუდოდ, კრემლის მითითებით, რასაც კრემლი უარყოფს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG