ვენესუელელ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს, 30 სექტემბერს მიენიჭა ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის(PACE) ეს ყოველწლიური პრემია პატივს მიაგებს სამოქალაქო საზოგადოების გამორჩეულ ნაბიჯებს ადამიანის უფლებების დასაცავად. მაჩადო თავის ქვეყანაში ჩართულია ადამიანის უფლებების დარღვევების გამოვლენაში და დემოკრატიის და კანონის უზენაესობის დაცვაში. იგი არის თანადამფუძნებელი ვენესუელური მოხალისეობრივი სამოქალაქო ორგანიზაციისა ‘Súmate’, რომელიც იცავს სამოქალაქო და პოლიტიკურ თავისუფლებას.
კორინა მაჩადო აირჩიეს პრემიის კანდიდატთა მოკლე სიიდან, რომელშიც ასევე იყვნენ ბაია პატარაია, "საფარის" აღმასრულებელი დირექტორი, ქალთა უფლებების დამცველი და იურისტი საქართველოდან და აკიფ გურბანოვი, უფლებადამცველი და პოლიტიკური აქტივისტი აზერბაიჯანიდან.
ფორუმი