Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენ-ზელენსკის მოლაპარაკებების წინ აშშ 8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას დაჰპირდა უკრაინას


არქივის ფოტო. ჯო ბაიდენი (მარჯვნივ) და ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში. 21 სექტემბერი, 2023 წელი
არქივის ფოტო. ჯო ბაიდენი (მარჯვნივ) და ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში. 21 სექტემბერი, 2023 წელი

შეერთებული შტატების ადმინისტრაცია დამატებით თითქმის 8 მილიარდ დოლარს გამოყოფს უკრაინის თავდაცვის საჭიროებისთვის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 26 სექტემბერს განაცხადა, თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინ.

ამ დროს რუსეთი განაგრძობს უკრაინაზე - კიევსა და აღმოსავლეთში - თავდასხმებს.

„აშშ უკრაინას გაუწევს მხარდაჭერას, რომელიც მას სჭირდება ამ ომის მოსაგებად“, - თქვა ბაიდენმა თავის განცხადებაში.

დახმარების პაკეტში პირველად შედის სისტემა სახელწოდებით Joint Standoff Weapon - ზეზუსტი მართვადი ბომბი 130 კილომეტრამდე მოქმედების მანძილით, რომელსაც ავიაგამანადგურებლები გატყორცნიან. თეთრი სახლის განცხადების თანახმად, ბაიდენმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა, უკრაინას დამატებით მიაწოდოს ანტისაზენიტო Patriot-ის ტიპის სისტემა, Patriot-ის ტიპის ასობით რაკეტა და AMRAAM-ები (თანამედროვე საშუალო მანძილზე მოქმედების ჰაერი-ჰაერის ტიპის რაკეტები).

ბაიდენმა, რომელიც თანამდებობას იანვარში ტოვებს, თქვა, რომ ასევე გაფართოვდება F-16-ის უკრაინელი პილოტების მომზადება აშშ-ში - მომავალ წელს პროგრამაში დამატებით 18 პილოტი მიიღებს მონაწილეობას.

აშშ უკრაინის უდიდესი მხარდამჭერია რუსეთთან ომში. თუმცა უკრაინას შეზღუდვები აქვს დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენებაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG