მის განცხადებას "პუბლიკა" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, წულუკიანმა პოსტის დატოვების შესახებ რეჟისორ გიზო ჟორდანიას საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა და თქვა, რომ ხვალ, 26 სექტემბერს, ბოლო სამუშაო დღე აქვს.
"დღეს ამ სცენაზე ვარ იმიტომ, რომ უნდა დაგემშვიდობოთ. ხვალ მე ბოლო სამუშაო დღე მაქვს. თავიდან, სიურპრიზად, ელდა კი მეცა, მაგრამ ბოლო დღეებში შევმსუბუქდი და ხუმრობის ხასიათზე ვარ. მე არ ვიცი, პარლამენტში რა უნდა ვაკეთო და რატომ მეძახიან ჩემნაირ იურისტს, ცოტა მოხულიგნოს, ენას რომ ჯიბეში არ ინახავს - ეს ხანდახან პრობლემაა. მნახავთ. მარტო თქვენს სფეროში არ არიან მსახიობები და რეჟისორები. მე სადაც ვარ, იქ მსახიობად ვმუშაობ. დამიბარეს, მივდივარ და როლიც გაირკვევა, რა მაქვს მონიჭებული", - თქვა მან.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 112-ე მუხლის "ბ" პუნქტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა, მინისტრები დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ.
თეა წულუკიანი 2021 წლის მარტიდანაა კულტურის მინისტრი. იგი „ოცნების“ საპარლამენტო სიაში 2012 და 2020 წლებშიც იყო და ორივეჯერ მინისტრთა კაბინეტში გადაინაცვლა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
ფორუმი