Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის 460-ზე მეტი მოქალაქე გახდა უკრაინაში ომიდან დაბრუნებულთა მსხვერპლი


საილუსტრაციო ფოტო: მობილიზებული რუსი ჯარისკაცის უნიფორმა და აღჭურვილობა
საილუსტრაციო ფოტო: მობილიზებული რუსი ჯარისკაცის უნიფორმა და აღჭურვილობა

2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული, უკრაინაში ომიდან დაბრუნებულ რუს სამხედრო მოსამსახურეებსა და ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს 242 ადამიანი ემსხვერპლა და კიდევ 227-მა სხეულის დაზიანება მიიღო. გამოცემა „ვიორსტკის“ თანახმად, ჯამში ომიდან დაბრუნებულთა მსხვერპლთა რაოდენობამ შეადგინა მინიმუმ 469-ი ადამიანი.

გამოცემის ჟურნალისტებმა გაანალიზეს სამხედრო მოსამსახურეების დანაშაულების შესახებ მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაციები და სასამართლოს ფაილები. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ომის მონაწილეთა დანაშაულებთან დაკავშირებული მინიმუმ 350 სისხლის სამართლის საქმე რუსეთის 80 რეგიონშია აღძრული.

დანაშაულთა უმეტესობა ფრონტზე გაწვეულმა 246-მა ყოფილმა პატიმარმა ჩაიდინა, კიდევ 180 ბრალდებული რიგითი სამხედრო მოსამსახურეა.

  • მედიაში რეგულარულად ვრცელდება ცნობები სერიოზული დანაშაულების, მათ შორის მკვლელობებისა და გაუპატიურების შესახებ, რომლებიც ჩადენილია მათ მიერ, ვინც უკრაინის წინააღმდეგ ომიდან დაბრუნდა. უკვე ცნობილია ასობით ასეთი შემთხვევა. მათ მიერ გამოწვეულმა რეზონანსმა კრემლი აიძულა, კონტროლირებადი ჟურნალისტებისათვის რეკომენდაცია მიეცა, რომ ასეთ ინციდენტებზე არ ისაუბრონ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG