Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჰაერო თავდასხმა ხარკოვზე: დანგრეულია მრავალსართულიანი შენობა, არის მსხვერპლი


ხარკოვში საცხოვრებელ სახლზე თავდასხმის შემდეგ. 24 სექტემბერი, 2024 წელი
ხარკოვში საცხოვრებელ სახლზე თავდასხმის შემდეგ. 24 სექტემბერი, 2024 წელი

ხარკოვზე 24 სექტემბერს განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები.

სერიოზულად დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ამის შესახებ იტყობინება ქალაქის ხელისუფლება. ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის თანახმად, რუსმა სამხედროებმა ქალაქის სამ რაიონში ჩაყარეს მართვადი საჰაერო ბომბები. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 3 ადამიანი, დაშავდა - 20-ზე მეტი.

გრძელდება ნანგრევების წმენდა. ქვეყნდება ხარკოვის კიევის რაიონში დაზიანებული საცხოვრებელი სახლის ფოტოები და ვიდეოები. სახლი ჩამონგრეულია მერვე სართულიდან მესამემდე. თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაზიანდა ასევე ქალაქის სალტოვსკის რაიონში.

ბოლო თვეების განმავლობაში, ხარკოვი რეგულარულად ხდება მართვადი საჰაერო ბომბებით თავდასხმების სამიზნე, რის შედეგადაც დაიღუპნენ და დაშავდნენ ქალაქის მაცხოვრებლები, ინგრევა საცხოვრებელი სახლები და სოციალური ობიექტები.

რუსი სამხედროები ამტკიცებენ, რომ მათ მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე მიაქვთ იერიში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG