Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ქალებს ბრალი წაუყენეს აქციისთვის, რომლითაც ქმრების და შვილების უკრაინიდან დაბრუნებას ითხოვდნენ


ქალები თავდაცვის სამინისტროს წინ ითხოვენ თავიანთი ქმრების და შვილების უკრაინიდან დაბრუნებას. მოსკოვი, 2024 წლის ივნისი
ქალები თავდაცვის სამინისტროს წინ ითხოვენ თავიანთი ქმრების და შვილების უკრაინიდან დაბრუნებას. მოსკოვი, 2024 წლის ივნისი

რუსეთში უკანონო საჯარო ღონისძიების გამართვის ბრალდება წაუყენეს, სულ მცირე, ორ ქალს დაახლოებით 20-მდე ქალიდან, რომლებიც გასულ შაბათ-კვირას თავდაცვის სამინისტროს წინ ითხოვდნენ თავიანთი ქმრების და შვილების უკრაინიდან დაბრუნებას.

ქალები პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს და დაკითხეს მას შემდეგ, რაც მათ თავიანთი მოთხოვნების შემცველი პლაკატები გაშალეს. ორ მათგანს, ანა ბოგაჩენკოს და ანასტასია სლავიკს, ბრალი წაუყენეს - იუწყება OVD-Info, რომელიც აკვირდება ადამიანის უფლებების დარღვევას რუსეთში.

ქალები ითხოვდნენ შეხვედრას თავდაცვის მინისტრ ანდრეი ბელოუსოვთან და თავიანთი ოჯახების წევრების დემობილიზაციას.

მოსკოვში 21 სექტემბერს გამართული აქცია დაემთხვა თარიღს - ორი წლის წინ ამ დღეს, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით" ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG