Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე აშშ-ში გაემგზავრება გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობისთვის


მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში.

"მთავრობის მეთაური ამერიკის შეერთებულ შტატებს 22-26 სექტემბერს ეწვევა. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს მომავლის სამიტში, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება", - წერია გავრცელებულ განცხადებაში. ამავე ტექსტში აღნიშნულია, რომ
დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტიერეშთან.

კობახიძის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფონია გავრცელებული ინფორმაცია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მოსალოდნელი სანქცირების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. "ამერიკის ხმამ" ეს ინფორმაცია წყაროებზე დაყრდნობით 20 სექტემბერს გაავრცელა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG